logo
ENG



ექიმი ფედერიკ შტრეკის კვლევაზე: კვლევის მიხედვით საგნებისგან გადაცემის თეორია უკვე ფაქტიურად ამოგდებულია

13 აპრ 202021:35
3 წუთის საკითხავი
 

ექიმმა, იაგო ფრანგიშვილმა, გადაცემაში „COVID19“ ფედრიკ შტრეიკის კვლევაზე ისაუბრა. როგორც იაგო ფრანგიშვილმა გადაცემაში განაცხადა, კვლევა აჩვენებს, რომ პირისპირ კონტაქტით დაინფიცირება უფრო საშიშია. მისი განცხადებით კვლევამ აჩვენა რომ საგნებიდან ინფექციის გადაცემის თეორია უკვე ამოგდებულია.

„ეს არის, ჩვენთვის ექიმებისთვის რევოლუციური კვლევა. ფედერიკ შტრეკი არის ვირუსოლოგი და მეცნიერებისთვის არ არის მიღებული ასე სწრაფად რაიმეს დეკლარილება, მაგრამ ის თვლიდა, რომ საზოგადოებრივი მოვალეობა იყო დაევიწყებინა მეცნიერული თვისებები, არ დაელოდა საკუთარი გამოკვლევების დასრულებას და წინასწარი მონაცემები, რომელიც მან 54% გამოკვლევებისა გაანალიზა ეს მონაცემები მან მოგვცა. წარმოდგენა შეიცვალა იმაზე, რომ საგნებისგან გადაცემის თეორია უკვე ფაქტიურად ამოგდებულია. თუკი ჩვენ დაავადებული ავადმყოფის ამონახველიდან სახელურს ხელს მოვკიდებთ პირში ჩავიდებთ ინფიცირება მოხდება, მგრამ ამ კვლევამ ასევე დაამტკიცა, რომ ინფიცირებაც რომ მოხდეს მიმართულება ამ ინფიცირებისა არ არის ისე ტრაგიკული, რაც სხვა შემთხვევებშია, როცა არსებობს პირისპირი კონტაქტი“,-განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.


close დახურვა