logo
ENG



25 მარტიდან მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება დაიწყება - ტიკარაძე

23 მარ 202013:03
3 წუთის საკითხავი
 

25 მარტიდან მოსახლეობის კორონავირუსზე შემოწმება დაიწყება. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

მინისტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში ხვალიდან, 24 მარტიდან დაიწყება და ბოლო შემოტანა 5 აპრილს განხორციელედება. 

"25 მარტიდან მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება დაიწყება. როგოც იცით, 24 მარტიდან შემოვა ტესტები საქართველოში. ტესტების შემოტანა 4 ეტაპად მოხდება. ველოდებით ხვალ, მერე ველოდებით 27 მარტს, ხოლო ბოლოშემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და მარაგი საკმარისია, რომ მოხდეს ყველას შემოწმება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 


close დახურვა