logo
ENG



25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება

21 მაი 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის.

25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც ელექტრონული ჯავშანი განახორციელა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო კი აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლა.

ასევე 25 მაისიდან აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.

"შსს-ს მომსახურების სააგნეტო განაგრძობს შეზღუდვების სერვისის განახლების პროცესს. 25 მაისიდან აღდგება თეორიული ჩაბარება იმ პირებისთვის, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა თეორიული გამოცდის ელექტრონული რიგი. აგრეთვე 25 მაისიდან აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვას მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეგულაციები და სერვისების მისაღებად მობრძანდნენ პირბადით",-აცხადებენ უწყებაში. 


close დახურვა