25 მარტიდან მოსახლეობის კორონავირუსზე შემოწმება დაიწყება. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მინისტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში ხვალიდან, 24 მარტიდან დაიწყება და ბოლო შემოტანა 5 აპრილს განხორციელედება.
"25 მარტიდან მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება დაიწყება. როგოც იცით, 24 მარტიდან შემოვა ტესტები საქართველოში. ტესტების შემოტანა 4 ეტაპად მოხდება. ველოდებით ხვალ, მერე ველოდებით 27 მარტს, ხოლო ბოლოშემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის და მარაგი საკმარისია, რომ მოხდეს ყველას შემოწმება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.