logo
ENG



25 სექტემბერს ერდოღანი ალიევს შეხვდება

24 სექ 202316:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/24/te24xcpnj4zt0oz.jpg

თურქეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაეფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს 25 სექტემბერს შეხვდება.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადების თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა იქნება "ბოლო მოვლენები" მთიან ყარაბაღში.

***

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

20 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები დათანხმდნენ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.


close დახურვა