იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, რეზუსფაქტორი და სისხლის ჯგუფი არ განსაზღვრავს ადამიანის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას.
როგორც იმუნოლოგმა „კოვიდ 19-ში" განმარტა, ამის შესახებ ზუსტი კვლევები არ არსებობს და ეს მხოლოდ ვარაუდებია.
„რეზუსფაქტორზე დიდი ხანია მიდის კვლევა მეცნიერებაში. ბევრი კვლევა ამბობს, რომ მკვეთრი სხვაობა ვერ ნახეს. ჰიპოთეზის დონეზე მიღებულია, რომ რეზუსისა და სისხლის ჯგუფის მიხედვით განსხვავდება დაავადებების მიმართ მედეგობა. შინაარსი იმაშია, რომ როცა ადამიანს აქვს პირველ ჯგუფს ანტიგენი არ აქვს ერითროციტის მიმართ, მაგრამ აქვს ანტისხეულები, მეორეს აქვს ანტიგენი, მესამეს ბე ანტიგენი, მეოთხეს ორივე ანტიგენი და ა.შ. რადგან პირველ ჯგუფს აქვს ანტისხეულები, შეიძლება ეს გამოადგეს ვირუსებთან ბრძოლაში. თუმცა ეს არის მხოლოდ ვარაუდი. ჩვენი მოსახლეობა და მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა რეზუსდადებითია, მაგრამ ამის გამო არ უნდა ვინერვიულოთ", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.