logo
ENG



შექმნილია ყალბი ფეისბუქი ჩემი სახელით, იქ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს ყურადღება არ მიაქციოთ - ეზუგბაია

15 აპრ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ის არ სარგებლობს არც ერთი სოციალური ქსელით. ეზუგბაია საუბრობს ფეისბუქში მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციაზე და საზოგადოებას მოუწოდებს, არ მიიღონ ის მხედველობაში.

"მე არ მაქვს ფეისბუკი, შექმნილია ყალბი ჩემი სახელით, ამიტომ იქ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს ყურადღება არ მიაქციოთ",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

განცხადება ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ, ინფექციურ საავადმყოფოსთან გააკეთა, სადაც ის ტრადიციული ბრიფიბგის ფარგლებში, კორონავირუსით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა.


close დახურვა