logo
ENG



დონალდ ტრამპი ჯანმოს დაფინანსებას უწყვეტს

15 აპრ 202010:40
3 წუთის საკითხავი
clock 496

დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას წყვეტს და ამბობს, რომ ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ ინფორმაცია თავის დროზე არ გაავრცელა.  

შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ორგანიზაციის ბიუჯეტში თანხას  მანამდე არ შეიტანს, სანამ ვაშინგტონი არ შეისწავლის, თუ რამდენად სწორი  რეაგირება მოახდინა ჯანმო-მ პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ  60-დან 90 დღემდე ვადაში ვაშინგტონი გამოიძიებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მართვაში არსებულ ხარვეზებს და მის  როლის კოროვირუსების გავრცელებაში.


close დახურვა