logo
ENG



გადავაქციოთ სახლები ტაძრებად, არ იცის ვირუსმა ერი და ბერი - ექიმი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაში საფრთხეს ხედავს 

16 აპრ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლუკური საავადმყოფოს ექიმი დევი ტაბიძე სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაში საფრთხეს ხედავს. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა ტაძრებში დაცული დისტანცია ან სხვა ზომები, ვირუსის გავრცელების საფრთხე მაინც დიდია. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

"სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით საფრთხეს რა თქმა უნდა ვხედავთ. რაც არ უნდა იყოს და როგორი წესიც არ უნდა იყოს დაცული, დისტანციები და სხვა, ეს მაინც საფრთხის შემცველია. ვირუსი არის წვეთოვანი გზით გავრცელებადი და ამიტომ დაცული არავინ არ ვართ. ჩვენი თხოვნა იქნება და პირადად სამედიცინო საზოგადოების, რომელიც მართლა 24-საათიან რეჟიმში ვართ, გთხოვთ შევიკავოთ თავი. გადავაქციოთ ჩვენი სახლები, ყველას გვაქვს ხატები, ყველას გვაქვს სალოცავი ადგილები, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ ტელევიზორით. არ ვართ არაფრისგან დაცულები. არ იცის ვირუსმა ერი და ბერი.მოვუწოდებ მოსახლეობას დარჩით სახლში და მოგვეცით ჯანდაცვის მუშაკებს საშუალება გამოვიდეთ ამ არასასიამოვნო მდგომარეობიდან", - განაცხადა ტაბიძემ.  


close დახურვა