მწერალი ლაშა ბუღაძე გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც ბუღაძემ აღნიშნა, რელიგია არის ნუგეში, თუმცა როდესაც ერი საფრთხის წინაშე დგას, სასულიერო პირებმა მრევლს უნდა მოუწოდონ სახლში დარჩენისკენ. იგი აგრეთვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
"სუსტ ხელისუფლებებს ვერ გაურკვევიათ საკუთარი დისკურსია და ორიენტაცია. დემოკრატიული ქვეყნები რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა ყველა მოქალაქეზე რა თქმა უნდა ისინი უკან იწევიან. სიკვდილი ჩვენს გარშემო დადის. ჩვენ ვივიწყებთ ამ ხმაურში, რომ სიკვდილი არსებობს - ეს მემენტო მორის ფაქტორია. საქმე გვაქვს ერთ-ერთ ინსტიტუციასთან, რომელიც არ ვიცით რას აკეთებს. სუპერმარკეტში რომ მივდივართ, მის მენეჯერს ხელზე არ ვკოცნით და დაცვის თანამშრომელს არ ვეამბორებით ხელზე. ზღაპრებს ნუ გვიყვებიან. მესმის ყველაფერი, რელიგია არის ყველაზე დიდი ნუგეში, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ უნდა გავითვალისწინოთ წესები. ზღაპარი ნომერი ერთი თითქოს რაღაც 5G არის, სისულეებს უყვებიან, ეს რა არის?! როგორ შეიძლება ეკლესია ირიბად თუ პირდაპირ, ან რომელიმე ჯგუფები რომლებიც ეკლესიას უკავშირდებიან, არ მინდა მთელ ეკლესიაზე ასე ვთქვა, იყოს სიცრუის გამავრცელებელი და არა ჭეშმარიტების. ქრისტე რა არის?! ქრისტე ჭეშმარიტებაა. რატომ წარმოაჩენ ისე, რომ ადამიანები რომლებიც ამ ერთ-ერთი ინსტიტუტის დაუმორჩილებლობას კრიტიკულად უყურებენ, არიან ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგი? ეს ხომ ცოდვაა, ეს ხომ უსამართლობაა. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი მოგიწოდებს კანონი დაიცვა, როგორც ამას ყველა აკეთებს", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.