"კარანტინის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე მორმუნეებს მაინც უმასპინძლებს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი.
გამოცემა წერს, რომ, ერთი შეხედვით, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებები აქვს, მაგრამ ახლა ქვეყანა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. სტატიის თანახმად, ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას ზეიმით აპირებს, რაც, ჯანდაცვის მესვეურთა განცხადებით, შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს. გამოცემა წერს, რომ ქართული ეკლესია არ იზიარებს ხალხისადმი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თხოვნას სახლებში დარჩენის შესახებ.
"ტაძრები კვლავ ღიაა და ღვითისმსახურებები ტარდება, რასაც ექსპერტების შეფასებით შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოყვეს" - წერს CNN-ი.
სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზეც, რომ ბზობის დღესასწაულზე ასობით მორწმუნე მივიდა ეკლესიაში. ღვითისმსახურება კი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საკარანტინო დეკრეტის აშკარა დარღვევა იყო. სტატიაშია ასევე საუბარია ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზეც, მაგრამ სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავრობა, რომელიც პანდემიის პიკის ფაზაში შესვლაზე საუბრობს, კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას სახლში დარჩეს. "სიენენის" შეფასებით ქართული ეკლესიის დაჟნებული პოზიცია სხვა ეკლესიების მიერ მიღებული ზომებისგან გამოირჩევა. სი ენენის სტატიაში მაგალითად მოყვანილია საბერძნეთისა და რუსეთის ეკლესიებია, რომლებმაც მორწმუნეებს მოუწოდეს, ტაძრებში არ მივიდნენ.