logo
ENG



პატრიარქის ეპისტოლეს ტექსტში არასამთავრობოები და თეოლოგები ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირებას ხედავენ

19 აპრ 202019:40
3 წუთის საკითხავი
 

სააღდგომო მსახურებაზე ტაძრებში მრევლის რაოდენობა მცირე იყო, თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და მედიკოსების რეკომენდაციები დარღვეულიყო. მათ, ვინც ტაძრებში მივიდა, პატრიარქისგან შექება დაიმსახურეს. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებასაც, თუმცა არასამთავრობო სექტორმა და თეოლოგებმა ეპისტოლეს ტექსტში ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირება უფრო დაინახეს.

სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ყველაზე დიდი დრო ზიარების მნიშვნელობას დაუთმო. პატრიარქი პოზიციას არ იცვლის. ის არც მსახურების შეჩერებას და არც ზიარების წესის ცვლილებას აპირებს.

თეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ზიარებაზე საუბრით პატრიარქმა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცა პასუხი, რაც დროის კარგვაა. მათთვის ეპისტოლე ვრცელი და არაფრის მომცემია, კოვიდ-19-თან დაკავშირებით პატრიარქის ოპტიმიზმი კი - გაუგებარი.

ის, რაც საქართველოს ტაძრებში აღდგომის ღამით ხდებოდა, ძალაუფლების დემონსტრირების მცდელობად შეაფასეს რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში.

პოლიტიკოსებისთვის კი პანდემიის ფონზე ეკლესიების უმეტესობაში ხალხმრავლობა ხელისუფლების უუნარობის გამოხატულებაა. შერჩევითი სამართალი და საარჩევნოდ ხმების მოპოვება - ეს ის სიტყვებია, რომლითაც ოპონენტები ხელისუფლების ქმედებებს აფასებენ.

კანონის დარღვევით შეკრებილი ადამიანები ეკლესიაში კომენდანტის საათის დასრულებამდე დარჩნენ. პოლიციამ აღდგომის ღამით კომენდანტიის საათისა და საგანგებოს პირობების დარღვევის გამო 280 პირი დააჯარიმა. უცნობია, არის თუ არა  მათ შორის მართმადიდებელი მრევლი.


close დახურვა