თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასა თუ შემსუბუქებას დაახლოებით ერთ თვეში ვარაუდობს.
როგორც ცერცვაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, ამ ვითარებაში არ უნდა აჩქარდნენ და შეზღუდვები ეტაპობრივად, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით უნდა მოიხსნას.
"ძალიან არ უნდა ავჩქარდეთ. არ უნდა გავაკეთოთ ეს მარტო იმიტომ, რომ ასე გვინდა ან ქვეყნის ეკონომიკას ასე სჭირდება. უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც ქვეყანამ უზრუნველყო რაღაც სტაბილურობა ან ეპიდემიის დაღმავალი მიმართულება სწორედ იმით, რასაც აქამდე ვაკეთებდით და მერე დავიწყოთ ეტაპობრივი მოხსნა. ეს, ჩემი აზრით, იქნება სადღაც 1 თვეში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება