თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 43 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
გარდა ამისა, სპეციალისტი ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 34 ანალიზიდან ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.
"ამ წუთისთვის კლინიკაში 43 პაციენტია. 34 კვლევა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და ყველა იყო უარყოფითი პასუხით. ამ ეტაპზე კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტია. ეს არის წალკიდან გადმოყვანილი პაციენტი. მას აღენიშნება ცალმხრივი პნევმონია, მაგრამ მისი კვლევა ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში", - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა.