logo
ENG



26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული კაცი ყაზახეთში დააკავეს

16 მაი 202113:15
3 წუთის საკითხავი
 

26 წლის ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას გაუპატიურების ბრალდებით კიდევ ერთი პირი, მურად მეირბეგოვი, ყაზახეთში დააკავეს.

ყაზახური მედიის ცნობით, მეირბეგოვი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მას ყაზახური პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება.

დაკავებულს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ქალის გაუპატიურებისთვის 14 მაისს  წარუდგინა

შაბათის ფორმულამ ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმის დეტალები გაარკვია. კერძოდ, გარდაცვალებამდე ქალმა მეგობარს აუდიოჩანაწერი გადაუგზავნა, სადაც ყვებოდა, რომ ის რუსთავში ვინმე მურადმა გააუპატიურა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ მოძალადე მისი ნათესავის ქმარი აღმოჩნდა, რომელმაც აიტპაევას თქმით, ის 500 დოლარად გაყიდა. სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან რუსთავი და საცხოვრებლად გადავიდა კაცთან, რომელიც ამავე ბიზნესში იყო ჩართული.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო კომპანიას, რომელშიც ასელ აიტპაევა მუშაობდა ყაზახეთის მოქალაქე მურად მეირბეგოვი, იგივე მურად ახმეტოვი ხელმძღვანელობს, რომელზეც ახალგაზრდა ქალი ყვება აუდიოჩანაწერში. ცნობილი ხდება, რომ მეირბეგოვმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის ყაზახეთშია.

ცნობისთვის, 26 წლის აისელ აიტპაევამ 5 მაისს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს გარდაცვლილი, ხოლო 6 მაისს შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება 7 მაისს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 


close დახურვა