
დეკანოზი შალვა კეკელია ისევ ერთი კოვზით ზიარების თემას ეხმიანება. განცხადება მან ამჯერად Facebook-ზე გაავრცელა. პოსტში ის მოუწოდებს ჟურნალისტებსა და თეოლოგებს, ამ თემას თავი დაანებონ.
"სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, “ თეოლოგებო”, ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო... შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!!" - წერს შალვა კეკელია.