ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის ასეთი მდგომარეობა, გულზე გადატანილ ოპერაციას უკავშირდება, რომელიც მას 12 აპრილს ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში, უცხოურ მედიაში კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდებოდა.