კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ცნობების ფონზე, მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სავარაუდო შემცვლელზე ალაპარაკდა.
გავრცელებული ცნობით, 36 წლის კიმ ჩენ ინს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვიდრე მისი ყველაზე უფროსი, 10 წლის მემკვიდრე სრულწლოვანი გახდება, დიდი ალბათობით ქვეყნის მმართველობას კიმ ჩენ ინის უმცროსი და და მისი გარემოცვა ჩაიბარებენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ორი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ერთ-ერთი ვერსიით, კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის საფრთხის გამო ფხენიანი დატოვა და საკურორტო ქალაქ ვონსანში იმყოფება. მეორე ვერსიით, მას 12 აპრილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და ის კომატოზურ მდგომარეობაშია.