საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 517-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვირუსისგან 168 ადამიანი გამოჯანრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 549 პირი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.