logo
ENG



ბოკერია თურნავას განცხადებაზე: კრიტიკის მიმართ მათი დამოკიდებულება ქვეყნისთვის დამაზიანებელია

01 მაი 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პოპულისტური უწოდა. თურნავას ამ განცხადებას გამოეხმაურნენ, ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისული გეგმა რეალურ შედეგს ვერ ამოიღებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების ქმედებებზე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა თავისუფალი საზოგადოების ნაწილია და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკაზე მსგავსი დამოკიდებულება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„ეს არის კატასტროფული ვითარება რაც გვაქვს და ის რომ ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლებს არ ესმით რო დისკუსია ამ თემაზე და ოპოზიციის კრიტიკა არის ნაწილი თავისუფალი საზოგადოების და ამას უწოდებს პროვოკაციას, ეს არ მიკვირს ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ აყენებენ ჩვენ ქვეყანას ზიანს. არ ესმით რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ და სამწუხაროდ ამ ფასს გადავიხდით სანამ ასეთი მთავრობა გვყავს ივანიშვილის მთავრობის სახით “,-განაცხადა გიგა ბოკერია.

ოპოზიციის ნაწილმა მთავრობის წევრები საჯარო დისკუსიაშიაც გამოიწვიეს, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, მთავრბის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია უშინაარსოა. ის ხელისუფლების წევრებს ღია დისკუსიისკენ მოუწოდებს.

„ჩვეულებრივი არაპროფესიონალები არიან, რომლებიც კაბინეტებიდან ვერ გამოდიან და ჰგონიათ, რომ ლამაზი სლაიდებით ხალხის გულს მოიგებენ. უშინაარსო იყო ეს პრეზენტაციები. რძეს, შაქარსა და წიწიბურას ბევრჯერ თუ ვახსენებთ არ ნიშნავს რომ რაიმე გეგმა არსბეობს ამის უკან. ნუ შეეშინდებათ ღია დისკუსიების ამ თემაზე დამიჯდნენ ნებისმიერ ეთერში და ვანხოთ ვინ არის უპასუხისმგებლო და ვინ არის ზედაპირული“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსნებთ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს პრეზენტაცია გამართა, სადაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე თურნავა ანტიკრიზისული გეგმის მიმართ, ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და მათ განცხადებებს პოპულისტური უწოდა.

რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, როგორც თურნავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, 1500 ლარამდე ბიზნესებს  შეღავათი ექნებათ საშემოსავლო გადასახადში. მისი თქმით, ეს ბიზნესებს დაეხმარება, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები.

 


close დახურვა