მშრომელთა უფლებები პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ პერიოდებად გაიყო - პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დასაქმებულთა მიმართ უთანასწორობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პანდემიის დროს, ნაცვლად სოლიდარობისა, დამსაქმებლები თანამშორმლების უფლებებს უგულებელყოფენ და შეუსაბამო გარემოში მუშაობას აიძულებენ. პეტრიაშვილი ამბობს, რომ უმუშევრობის შემწეობა და შრომის წიგნაკი, დღეს რომ დანერგილი ყოფილიყო, არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები არ დარჩებოდნენ მოწყვლად ჯგუფად.