საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 589 შემთხვევა ფიქსირდება.
589 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 221 პაციენტი, გარდაცვლილია - 9. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5260 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 553 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.