logo
ENG



მდინარაძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ დროში ჩატარებას შეუწყობს ხელს

05 მაი 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის არჩევნების ჩატარების საკითხზე მსჯელობისთვის მზადაა.

მდინარაძის განცხადებით, არჩევნებამდე ელექტრონული ბაზის შექმნა, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს. ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რეგულაციების და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ამაზე სამჯელოდ ღია ვართ“, - განაცხადა მდინარაძემ. 

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს მოხდა. 


close დახურვა