logo
ENG



უნდათ, ეკლესია დააკნინონ, მაგრამ არ გამოუვათ - არქიმანდრიტი იოანე ანდრია სარიას ცილისმწამებელს უწოდებს

06 მაი 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

სამების ტაძრის წინამძღოლი არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) მღვდელმონაზონის, ანდრია სარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სასულიერო პირი საუბრობს, რომ საპატრიარქოში ერთ-ერთ პირზე სექსუალური ხასიათის შევიწროება განხორციელდა.

მამა იოანეს ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება და აცხადებს, რომ ამ საკითხზე სინოდის სხდომის გამართვა საჭირო არ არის.

„აუდიოჩანაწერის მცირე ნაწილი ვნახე. ეს არ იყო ახალი შემოტევა, ამ ცილისმწამებელმა ადამიანმა დაახლოებით 1 თვის წინ გადაცემაში ილაპარაკა ეს ყველაფერი. თითქოს ახლა ამ თემის წამოწევის ერთგვარი მცდელობაა, იმიტომ რომ არ დაინტერესდა ხალხი პირველად. ცდილობენ, რომ სულ ზემოთ იყოს ეს მავნებლური თემა, უნდათ რომ ამით ეკლესია დააკნინონ და ღვთის შეწევნით, არაფერი არ გამოუვათ“, - განაცხადა არქმინადრიტმა იოანემ.


close დახურვა