logo
ENG



ყანდიაშვილს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს - მამუკა მდინარაძე

06 მაი 202015:15
3 წუთის საკითხავი
 
obqu58g8kptu04f.jpg

მამუკა მდინარაძე კოკა ყანდიაშვილთან რაიმე კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მასთან არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არ აქვს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა რაიმე სხვა კავშირი არ არსებობს.

„უნდა ვთქვათ, რომ "ფეისბუქის" განცხადებაში არაა საუბარი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ადმინისტრაციამ ახსენა. თუმცა, სხვადასხვა მიმართულებით მან გააუქმა ყალბი ანგარიშები. რაც შეეხება ყანდიაშვილს - რომ დამთავრდეს ამ საკითხზე სპეკულირება: ამ ადამიანს ოფიციალურად 2013-14 წლიდან ამ ადამიანს „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს. ის აქტიური მხარდამჭერია „ქართული ოცნების" და ეს ყველამ იცის. კიდევ უფრო მეტად ის ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან დიდი ხანია, ის ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოში. ვიცით, რომ მას ჰქონდა სააგენტო „ესპერსონა“ და ოპერირებდა როგორც მედიასივრცეში, ისე ფეისბუქსივრცეში. „ქართულ ოცნებასთან“ მას რაიმე ოფიციალური შეხება, ან ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება. ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციამ საქართველოდან 790 ანგარიში წაშალა, რომლებიც, მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილის მიერ იყო მართული.


close დახურვა