ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ხვალ, 27 ოქტომბერს, ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქცია სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" ზუგდიდის მერიის წინ საღამოს 9-ის ნახევარზე დაიწყება.
"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს. სწორედ ამიტომ, ხვალ, 27 ოქტომბერს საღამოს 9-ის ნახევარზე, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის N90-ში ჩატარდება მრავალათასიანი აქცია სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის", - ამბობს წითლიძე დ მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და სრულაიდ სამეგრელოს, მიუხედავად ყველა სიძნელეების და ყველა უბედურებისა, რომელსაც ახლა ზუგდიდში ატრიალებს ქართული ოცნება, მოდით ხვალ აქციაზე, მოდით და კიდევ ერთხელ ვანახოთ ყველას, რომ ჩენ მშვიდად, წყნარად და მტკიცედ მივყვებით საქართველოს გამარჯვების გზას", - თქვა წითლიძემ.
ხვალ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე აქციას აანონსებს ქართული ოცნებაც.
ფორმულა ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს ამბობდა, რომ ქართული ოცნება კონტრაქციას აორგანიზებდა, რასაც მმართველი გუნდის წევრები თავდაპირველად უარყოფდნენ.
ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.