პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვაბელის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 პაციენტი დატოვებს.
როგორც რატიანმა აღნიშნა, 12 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ტესტირება და მისი პასუხი უარყოფითი იყო. მისივე განმარტებით, დღის ბოლოს აღნიშნულ პაციენტებს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ და სავარაუდოდ ისინიც დატოვებენ კლინიკას.
რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას მხოლოდ 3 პაციენტი აგრძელებს.
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე მცირე პაციენტები. ჩვენთან არის 75 პაციენტი და აქედან 58 ინფიცირებულია. 3 პაციენტი რამდენიმე წუთში კლინიკას დატოვებს. უარყოფითი კლინიკა არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. 4 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, აქედან ერთი პაციენტი გადმოგვყავს თერაპიულ განყოფილებაში, ანუ რჩება 3 რეანიმაციაში. აქედან 2 პაციენტი შედარებით მძიმეა, ხოლო მესამე პაციენტი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დატოვებს რეანიმაციას და ჩამოვა თერაპიაში. რაც შეეხება ორსულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ამისა, 12 პაციენტთან ტესტირების პირველადი პასუხები მივიღეთ. პასუხები ნეგატიური იყო. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, 2 ახალი პაციენტი მივიღეთ. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ესენია საეჭვო შემთხვევები, თუმცა მაღალი რისკით", - განაცხადა ლევან რატიანმა.