logo
ENG



კუბილიუსის კრიტიკას ხელისუფლება შეშფოთებით პასუხობს, ოპოზიცია კი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე საუბრობს

08 მაი 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკული წერილი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მხრიდან კანონიდან გადახვევის მოწოდებად იყო აღქმული. ევროდეპუტატი, რომელსაც „ქართული ოცნება" არაობიექტურობაში ადანაშაულებს, საგარეო კომიტეტის წევრია. ანდრიუს კუბილიუსი ევრონესტის თანათავმჯდომარეა და საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში პირადად მონაწილეობს. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ირწმუნებიან, რომ 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი სისხლის სამართლის არცერთი საქმე არ ყოფილა.

წერილის ადრესატებს შორის არჩილ თალაკვაძე ერთადერთი არ ყოფილა. ანდრიუს კუბილიუსის უმწვავესი წერილი პრეზიდენტმა და პრემიერმაც მიიღეს, თუმცა მედიასთან დღეს არცერთი გამოჩენილა.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს კუბილიუსის კრიტიკა არ გაჰკვირვებიათ. ევრონესტის თანათავმჯდომარე იმ ევროდეპუტატებს შორის იყო, რომლებიც სისტემატურად სვამდენ შეკითხვას - ასრულებს თუ არა ივანიშვილის გუნდი 8 მარტის შეთანხმებას. კუბილიუსის წერილი, ოპოზიციისთვის დასტურია რომ საერთაშორისო საზოგადოება  საქართველოში განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება. ამიტომ დაპირების შეუსრულებლობა „ქართულ ოცნებას" ძვირად დაუჯდება.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებთან ულტიმატუმებით საუბრობს და ამით ისინი ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ - შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საარჩევნო სისტემის, ასევე მართლმსაჯულების თვალსაზრისითაც.

 „ქართულმა ოცნებამ" ვალდებულებები მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 8 მარტს აიღო. ხელისუფლება ამტკიცებს რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, თუმცა როგორ - ეს უცნობია.  პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. 

 


close დახურვა