კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული შანხაის დისნეილენდი დღეს კვლავ გაიხსნა. თემატურმა პარკმა მუშაობა სამ თვიანი პაუზის შემდეგ აღადგინა. სტუმრებს, ანიმაციური გმირები საზეიმოდ დახვდნენ, თუმცა ტრადიციული აღლუმები და ფოიერვერკები ახალმა მკაცრმა რეგულაციებმა ჩაანაცვლა.
ვიზიტორები ვალდებულები არიან, პირბადეები ეკეთოთ და სპეციალური აპლიკაციით ისარგებლონ, რომლითაც მათ ჯანმრთელობასა და კონტაქტებს გააკონტროლებენ. მათ დისნეილენდის შესასვლელში ტემპერატურასაც უმოწმებენ. შანხაის პარკი პირველია, რომლის გახსნაც კომპანია "უოლტ დისნეიმ" პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა.