logo
ENG



როგორც თვითონ სკდებიან საღამოს ერთმანეთთან სახლში, ჰგონიათ ხალხსაც ასე ულხინს - ვაშაძე

11 მაი 202015:17
3 წუთის საკითხავი
 
gx1y47vu8dxzozh.jpg

„ახალი საქართველოს“ ლიდერი კომენდანტის საათის არსებობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი გაგრძელების გამართლება არაადეკვატური იყო.

როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ყოფის ფონზე მოსახლეობას არანაირი ქეიფისა და ლხინის თავი არ აქვს. ე.წ. ოჯახური შეკრებების თავიდან ასაცილებლად დაწესებული კომენდანტის საათი, მისი აზრით, მხოლოდ საზედამხედველო ფუნქციის გაწელვას ემსახურება.

„სადაც იხსნება შეზღუდვები, არის სტანდარტები, რითაც საზ. ტრანსპორტი მუშაობს. ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანებთან, რომლებსაც უნდა რომ ეს საზედამხედველო ფუნქცია გაწელოს და მიიტანოს არჩევნებამდე. სამწუხაროდ, ვართ ამის მსხვერპლი, მაგრამ მოვკითხავთ ამაზე პასუხს.

კომენდანტის საათი სასაცილო გახდა. რომ არ იქეიფოს ხალხმაო - ვის ექეიფება, ხალხი გაჭირვებაშია, სამუშაო ადგილებს ეძებს. ამათ ჰგონიათ, როგორც თვითონ ყოველ საღამოს სკდებიან და ქეიფობენ ერთმანეთთან სახლში, ისე ულხინს ხალხს. სად არის ლხინი საქართველოში - არის უბედურება და გაჭირვება. კომენდანტის საათი არის ერთი მიზეზით შენარჩუნებული, რომ კომენდანტის როლით შევიდნენ საარჩევნო რეჟიმში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა