logo
ENG



ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლითაც შეთანხმებას შეიძლება დაერქვას შესრულებული - თამარ ჩუგოშვილი

12 მაი 202021:29
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, ჩააგდოს საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, რადგანაც შეთანხმება ვერ შესრულდება და მმართველი გუნდი არ აპირებს პოლიტ. პატიმრების გათავისუფლებას, ოპოზიციამ უნდა შეძლოს და მიიღოს მაქსიმალური ამ სიტუაციიდან.

უმრავლესობის ყოფილი ვიცე-სპიკერის თქმით, ამ სიტუაციიდან მაქსიმუმი, რაც შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს, არის შედარებით უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა.

„არ მგონია, რომ პატიმრების ნაწილში შეცვლის ოცნება თავის დამოკიდებულებას - შედეგი იქნება ის, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგება შესრულებულად. ორივე მხარე თუ არ იტყვის, რომ ის შესრულდა, ე.ი. ის არ შესრულებულა. იდეალური შესაძლებლობა იყო, რომ შეთანხმებაც შესრულებულიყო და ყოფილიყო საქართველო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აქამდე არ მივალთ, როგორც ჩანს - ვერ წარმომიდგენია ახლა სცენარი, რომელშიც ამ შეთანხმებას დაერქვას შესრულებული. ერთადერთი, რაც აქედან შეიძლება დარჩეს, არის ცოტა უფრო გამართული და სამართლიანი საარჩევნო სისტემა - ესაა მაქსიმუმი, რაც შეიძლება დარჩეს. მე რომ ოპოზიციის ადგილას ვიყო, მე არ მივცემდი ხელისუფლებას ამ ცვლილების ჩაგდების შესაძლებლობას", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


close დახურვა