„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს, მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქციები გაგრძელდება. მისივე თქმით, ოპოზიცია ქართულ ოცნებას ქვეყანას საჯიჯგნად არ მიუგდებს.
„განგრძობადი, მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქციები იყო უპრეცენდენტო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. თუ საჭირო იქნება აქციები გაგრძელდება. ქვეყანას საჯიჯგნად ქართულ ოცნებას არ დავუთმობთ.
ერთი რამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ყველა გადაწყვეტილება არის ჩვენს ხელში. საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ნებას. ამ ნებას ჩვენ ვაჩვენებთ და ამ ნებას ექნება დიდი მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
