logo
ENG



ვიოლა ვონ კრამონი - შეუსრულებელი დაპირება

13 მაი 202016:56
3 წუთის საკითხავი
 
vg33q0xdvalk7ol.png

ვიოლა ვონ კრამონმა, ევროპარლამენტის წევრმა და „DEG“-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანმა წევრმა, ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმებაზე საკუთარი მოსაზრება გაავრცელა. 

„შეუსრულებელი დაპირება“ - ასე ქვია „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას. როგორც ფონ კრამონი წერს, სახეზეა დარღვეული დაპირებები და „ქართული ოცნება“ პანდემიას სათვისოდ იყენებს. 

„რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონა კრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა ქართული ოცნების მცდელობა გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება. კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.

ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვონ კრამონი გასულ კვირასაც ესაუბრა „ფორმულას“ და იმედი გამოთქვა, რომ აუცილებლად იქნებოდა შესრულებული შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მიაღწია. ის ხაზს უსვამდა, რომ ეს შეთანხმება მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა შესრულებულიყო.

 


close დახურვა