logo
ENG



კუბილიუსი: განცხადებები, რომ ოპოზიციონერები კრიმინალები არიან და ციხეში სვამენ, არადამაჯერებელია

14 მაი 202021:25
3 წუთის საკითხავი
 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიას კუბილიუსმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ არადამაჯერებელია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატს იჭერ და ამბობს, რომ კრიმინალია და ამიტომ მოხვდა საპატიმროში.

კუბილიუსის თქმით, სასამართლო სისტემის პოლიტიზაციის პრობლემა 8 მარტამდეც არსებობდა.

„ჩვენ განვიხილავდით ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, რომ ჩვენი მოთხოვნა არა მხოლოდ პროპორციული არჩევნები, რაც ამ შეთანხმების მთავარი საბაზისო ნაწილი იყო, არამედ, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემის, სასამართლო პროცესების პოლიტიზაცია იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. ეს აშკარაა იმ განცხადებაში, რომელსაც ხელი მოეწერა 8 მარტს.

მაშინ ყველა მხარემ, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჩათვლით, ჩადო ასეთი წინადადება - არსებობს საჭიროება, მოგვარდეს ქმედებები, რომელიც შესაძლოა, აღქმული იყოს პოლიტიზირებულ სასამართლო პროცესად. ეს იმას ნიშნავს, რომ 8 მარტამდე ეს პრობლემები არსებობდა და სასამართლო პროცესების პოლიტიზირებულობა რეალური იყო. ველოდით, რომ ეს პრაქტიკა დასრულდებოდა, მაგრამ 14 აპრილს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ შეერთებული შტატების და ევროკავშირის საელჩოებმა მკაფიო განცხადებები გააკეთეს.

შეერთებული შტატების განცხადებაში მკაფიო გზავნილი იყო, რომ არსებობს ეჭვი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სასამართლოს მიკერძოებით გამოყენებას. მაშინ, როდესაც ველოდებით, რომ საქართველო ამ პრობლემას მოაგვარებდა, ის მაინც გაგრძელდა. ხელისუფლების განცხადებები, რომ ოპოზიციონერები კრიმინალები არიან და ამიტომ აპატიმრებენ, მინდა გითხრათ, რომ 90 წლებიდან პოლიტიკაში ვარ, ჩვენ გვაქვს პოსტსაბჭოთა გამოცდილება და ის, რომ ოპოზიციონერები კრიმინალები არიან და ციხეში სვამენ, არადამაჯერებელია. არ მინდა საქართველო ამ გზით წავიდეს “, - განაცხადა კუბილიუსმა


close დახურვა