logo
ENG



ოქრიაშვილი: გამარჯვებულებს რომ არ წამოაძახონ, პრეზიდენტმა უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა უნდა შეიწყალოს

15 მაი 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

ემუქრება თუ არა უკვე მეორედ ჩაგდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეს ჯერჯერობით უცნობია. 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. აღნიშნულ საკითხს "ქართული ოცნების" წევრი კახა ოქრიაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. 

"მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს, მაგრამ მგონია, რომ ამ დისკუსიაში, გვყავს პოლიტპატიმრები თუ არა, პოლიტიკური პროცესი და 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია ამას არ უნდა გადავაყოლოთ. არის ერთადერთი გამოსავალი, როცა პროცესი იქნება ის იქნება გახსნილი და უმცირესობასაც აღარ დარჩება მიზეზი არ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. სულ არ მინდა, რომ 2020 წლის შემდეგ ვინმემ თქვას და გამარჯვებულ პარტიას წამოაყვედრონ, რომ იცით რა, თქვენ იმიტომ გაიმარჯვეთ, რომ აი ორი პარტიის ლიდერი იყო ციხეში გამოკეტილი. ამიტომ უნდა მოხდეს მათი შეწყალება", - განაცხადა ოქრიაშვილმა "ფორმულას" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმების არ შესრულებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აღნიშნულ საკითხს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმაურებიან და მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ თუ შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს და დაუჭერენ. 


close დახურვა