logo
ENG



მარიამ ჯაში: ეპიდსიტუაცია თუ არაპროგნოზირებადია, მთავრობამ უნდა იფიქროს არჩევნების გადავადებაზე

20 მაი 202008:29
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" მთავრობას არჩევნების გადავადებისკენ მოუწოდებენ. მარიამ ჯაშის თქმით, თუკი მომდევნო თვეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმდენად არასტაბილურია რომ,  შეზღუდვების შესახებ კანონის მიღება ხდება საჭირო,  ხელისუფლებამ არჩევნების გადავადებაზე უნდა იფიქროს.

მარიამ ჯაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გაატაროს, მხარს არ უჭერს. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საზოგადოებაში ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.  

"თუ კი ამდენად არაპროგონიზრებადია ეპიდსიტუაცია კორონავირუსის გავრცელების შეასახებ, თუ კი ამდენად არასტაბილურია მდგომარეობა, შესაძლოა იყოს გინივრული რომ მთავრობამ იფიქროს არჩევენების გადავადება. ვფიქორბ, ხელისუფლების ინტერებში უნდა იყოს რომ ყველა მსგავსი კითხვა იყოს მოხსნილი და თავი შეიკავოს აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ თუ პრიციპულად გადაწყვეტენ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას, დარჩევიან მარტო საპარლამენტო ფრაქციებს შორის",-აცხადებს მარიან ჯაში. 


close დახურვა