logo
ENG



NGO-ები ჯანდაცვის შესახებ კანონზე:შუესაბამოა კონსტიტუციასთან, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაშიც ჩანს

22 მაი 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც აფასებენ. მათი განცხადებით, კანონი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან და აღსანიშნავია, რომ ეს მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, თავადაც აღიარა. მათივე თქმით, კანონში ცვლილებები არ შევიდა მაშინ, როცა ამის საჭიროება რეალურად არსებობდა. მაგალითად, შეზღუდვების გავრცელება რელიგიურ ჯგუფებზე. 

"ის, რომ ეს კანონპროექტი, რაც გუშინ იხილებოდა პარლამენტში, არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, ეს თავად მმართველი პარტიის გადაწყვეტილებიდანაც ჩანს. როცა ისინი საუბრობენ, რომ ეს კანონი იმოქმედებს გარკვეული დროის განმავლობაში. პრობლემა იმაში კი არაა, რომ ეს შეიძლება შეიზღუდოს საჭიროების მიხდვით, არამედ პრობლებაა ის, რომ ეს მოხდება არა კანონის საფუძველზე, არამედ მთავრობის გადაწყვეტილებით. მაშინაც კი როცა ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტი როცა გამოსცემს დეკრეტს ის დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ოპერატიულობის არგუმენტად მოყვანა აქ ლოგიკური არაა. პირველად, როცა გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მაშინვე ვამბობდით, რომ შესაძლოა საჭიროება არსებობდეს, კონსტიტუციის მე-11 მუხლიდან გამომდინარე, იმ ტიპის ცვლილებებისა, რომელიც რელიგიურ ორგანიზაცებთან, რიტუალებთან და აღმსარებლობასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების დაზუსტებას საჭიროებდა შეზღუდვების ნაწილში. თუმცა მაშინ ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით არაფერი არ გააკეთა",-აღნიშნა სულხან სალაძემ. 

მესამე სექტორის თქმით, სამართლიანი და კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია თუ დამატებითი ინსტრუმენტი, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით უნდა გააჩნდეს პარლამენტს ან სასამართლოს. დაუშვებელია ამგვარი დამატებითი უფლებამოსილების მთავრობისთვის მინიჭება.

"ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ საგანგებო მდგომაროება უვადოდ გაგრძელდეს. უბრალოდ, საგანგებო მდგომარეობის მიღმა, თუ ხელისუფლებას სჭირდება დამატებითი ბერკეტები პანდემიასთან ეფექტურქად ბრძოლისთვის, ეს მექანიზმები უნდა გაჩნდეს მხოლოდ სხვა სახელისუფლებლო შტოების - ეს იქნება პარლამენტი, სასამართლოს კონტროლის გაძლიერების გზით. თუ ხელისუფლებას გაუჩნდება ახალი ინსტრუმენტი, მისი გამოყენებით რაღაც გზით უნდა არსებობდეს ან საპარლამენტო ან სასამართლო კონტროლის მექანიზმები",-აღნიშნავს გურამ იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ლელოს საქართველოსთვისჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში დარღვევების შესახებ ბრიფინგიც გამართა. ასევე პარტიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რადგან მთავრობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არაკონსტიტუციურად აფასებს, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო. 

ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში დარღვევებს ხედავს არასაპალალემენტო ოპოზიციაც. 


close დახურვა