logo
ENG



მუდმივად აშანტაჟებდა - ბასილაშვილის ოჯახი მის ყოფილ მეუღლეს ცილისწამებაში ადანაშაულებს 

24 მაი 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენის მეუღლემ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

ოჯახის წევრები დამატებითი კომენტარებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის პოზიციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში თავად გააცნობს. 

"ეს ყველაფერი არის ცილისწამება, რომელიც გაირკვევა მალე. შანტაჟი იყო მუდმივად. ეს მუდმივი შანტაჟია მაგის [ყოფილი მეუღლის] მხრიდან", - ამბობენ ოჯახის წევრები. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილსამყოფელი, "ფორმულას" ინფორმაციით, იგი გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. თუმცა პენიტენციურ სამსახურში განგვიცხადეს, რომ ბასილაშვილი არც ერთ საპატიმრო დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ, ვინაიდან მისი ოჯახის წევრს მოგზაურობის ისტორია ჰქონდა და როგორც სხვა დანარჩენი 46 პატიმარი, ისიც ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა


close დახურვა