logo
ENG



გადაცემა არ გავა, რომ არ გაგვაქილიკონ, მხოლოდ ჩვენს ბიოგრაფიებში ქექვა აინტერესებთ-მეუფე ანტონი

25 მაი 202011:46
3 წუთის საკითხავი
 
ic4l9akd1365aa3.jpg

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი მიიჩნევს, რომ ეკლესიაზე ორკესტრირებული შეტევა მედიის მხრიდანაც მომდინარეობს. როგორც მან ქადაგების დროს განაცხადა, სატელევიზიო სივრცეში გადაცემების უმეტესობა სასულიერო პირების ქილიკისადმი არის მიძღვნილი. მისთვის გაუგებარია, რომ ინტერესდებიან ეკლესიის მსახურების წარსულით, მაშინ როდესაც, ისინი ბევრ კარგ საქმეს ახლა აკეთებენ.

"რა უნდა ამ ხალხს?! კარგად იცით და ხედავთ, ტელევიზორში, ერთი საინფორმაციო გამოშვება არ გავა, ერთი რამე არ გავა ისეთი, რომ არ გააქილიკონ, არ თქვან ჩვენზე ცილისწამებლური რაიმე. ერთხელ, ორჯერ არ მივაქციეთ ყურადღება - ეს ძალიან ცუდია. თვალები კარგად უნდა გავახილოთ და უნდა დავინახოთ რეალობა. ვინ არის ეს ხალხი, ვინ დგას მათ უკან და რა სურთ... რატომ სურთ, რომ ასე შეაზიზღონ ეკლესია და ეკლესიის მსახური მომავალ თაობას. მხოლოდ ნეგატივის დანახვა სურს. რაც გვაქვს გაკეთებული არ აინტერესებთ, მხოლოდ ქექვა და ქექვა ჩვენს ბიოგრაფიებში, ჩვენს ქმედებებში", - განაცხადა მეუფე ანტონმა


close დახურვა