logo
ENG



სამართალდამცველებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

25 მაი 202015:09
3 წუთის საკითხავი
clock 2516

ლეიბორისტური პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ჩხარტიშვილმა ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება სცადა.

"ეკოციდი გრძელდება" - ამ სიტყვებით გააპროტესტა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ანას ბაღის შემდეგ ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე კორპუსების სამშენებლო სამუშაოები.

ჩხარტიშვილი ადგილზე სატვირთო მანქანებს წინ ჩაუდგა და ბეტონის დასხმის სამუშაოებში ხელის შეშლა სცადა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, დაეტოვებინა ადგილი ჩხარტიშვილი არ დაემორჩილა, როს გამოც ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა).

დაკავებამდე ლაშა ჩხარტიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ვაზისუბანში კორპუსების ჩადგმა უკანონოდ იწყებოდა. სამუშაოებს აპროტესტებენ ადგილობრივებიც. მოსახლეობა აღნიშნავს რომ მერიას სარეკრეაციო ზონის მოწყობის თხოვნით მიმართეს, თუმცა მათ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შენება დაიწყეს. რაც შეეხება კომპანიის მეპატრონეს, რომელიც საცხოვრებელ სახლს აშენებს, მან აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის სრული დაცვით აქვს მოპოვებული. 


close დახურვა