logo
ENG



თურნავა გაზპრომზე: 15%-ით ხდება ფასის დაკლება, საჭიროების შემთხვევაში მეტად დავაკლებინებთ

26 მაი 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „გაზპრომთან“ შეთანხმების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ხელშეკრულების განახლება მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასის შემცირების ტენდენციამ განაპირობა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ახალი ხელშეკრულებით ბუნებრივი აირის ღირებულება დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული.

„გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასი ეცემა, ახლანდელი გადახედვა რაც ხდება გაზპრომთან უკვე მოქმედ კონტრაქტში ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს არ დავასახელებ მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება. კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც „სოკარი“, ასევე „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს. ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე“, - განაცხადა თურნავამ.

ოპოზიციისა და ექსპერტების მოთხოვნის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტრო ხელშეკრულების გასაჯაროებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება განაახლა. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება აპრილში მოხდა და ძალაში წლის ბოლომდე იქნება.


close დახურვა