logo
ENG



პარლამენტში პარტიის წევრებს შესაძლოა ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება აღარ მიეცეთ

27 მაი 202007:54
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ წევრებს შესაძლოა, ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება აღარ მიეცეთ. ცვლილებები, რომელიც რეგლამენტში იგეგმება, ვიცე-სპიკერთა რაოდენობის სამამდე, ხოლო კომიტეტების 13-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და გიორგი კახიანი არიან. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს მიაჩნიათ, რომ მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსგავსი სახის ცვლილებები მისაღებია და ხარჯების შემცირება ყველა სამთავრობო უწყებაში უნდა მოხდეს.

ნაწილი კი ფიქრობს, რომ ცვლილებები წინაასარჩევნოდ იგეგმება და რეგლამენტის შეცვლით მმართველ გუნდს პოზიიციების გამყარება სურს.  


 


close დახურვა