
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარდა ადგილობრივი ჯგუფისა საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შექმნაზე საერთაშორისო პარტნიორებიც მუშაობენ.
„გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში ძალზედ სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისევე როგორც ნიუ-იორკის დელუიტის ოფისიც მუშაობს საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შექმნაზე და ამ გეგმა როგორც კი დასრულდება ჩვენ წარმოვადგენთ და ყველას ღიად ამის დისკუსიის შესაძლებლობას მივცემთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.