პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის კუთხით სპეციალური პროგრამა არსებობს, როგორც გახარიამ განაცხადა პანდემიის შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით ამ პროგრამების მოდერნიზება იგეგმება.
ასევე როგორც გახარიამ აღნიშნა იმ ქსელებში, რომლებიც სპეციალურ პროგრამაში იყვნენ ჩართული, რაც 9 პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევას გულისხმობდა, სურსათზე ფასები არ გაზრდილა.
„საქართველო არის მცირე ეკონომიკის ქვეყანა და როდესაც ვიღაც პირდება რომ გლობალურ ბაზარზე ფასი გაიზრდება ხორბალზე, საწვავზე ან სხვაზე საქართველო შეძლებს გრძელვადიან პერიოდში ფასი შეინარჩუნოს ეს იქნება ტყუილი. ჩვენ უნდა დაგვეზღვია კურსთა შორის სხვაობა და სპეკულაციური ფასის ზრდა. ის რაც ეხება მედიკამენტებს მედიკამენტების ნაწილში გამოსავალი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური პროგრამები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, შეიძლება ვიფიქროთ ამ პროგრამის მოდერნიზებაზე იმის გათვალისწინებით პანდემიის შემდგომ რა მოხდება. 9 პროდუქტზე ვთქვით, რომ კურსთა შორის სხვაობას დავაზღვევთ, იმისთვის რომ ლარის ფასის მერყეობის გამო თუ ეს ფასი იყო 10 ლარი რომ არ გახდეს 15, 17 ან ა.შ. თქვენ თუ მე მომიტანთ ქსელურ სუპერმარკეტებში, რომლებიც ამ პროგრამაში იყვნენ ჩართულები, რომ იყო 300%-იანი ფასის ზრდა გპირდებით რომ ამას ჩავთვლით როგორც სოციალურად უპასუხისმგებლო მეწარმედ“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
