logo
ENG



დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს

28 მაი 202010:26
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები, გუშინ გვიან ღამით დაიშალნენ. მათი განცხადებით საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ ელდარ ანთაძეს და რევაზ წულუკიძეს არ გაათავისუფლებენ.

პირველ რიგში ისინი გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან, რის შემდეგაც სამომავლო გეგმას გააჟღერებენ და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. 

დაკავებული ორი სპორტსმენის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ. ხელისუფლება მათ თანხებსაც კი ურიცხავდა იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართულიყვნენ. ოჯახის წევრები სპორტსმენების დაკავების ერთ-ერთ მიზეზად ამ ვერსიასაც ასახელებენ და არ გამორიცხავენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. 

გუშინ აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. აქციაზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს ის პირები აიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები გუშინ ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან და საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.


close დახურვა