logo
ENG



ახალი კონფიგურაცია პოლიტიკურ სპექტრში - ოპოზიციისთვის მთავარი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებაა

28 მაი 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

ახალი კონფიგურაცია პოლიტიკურ სპექტრში - წინასაარჩევნოდ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც პარტიას ქმნის და ყრილობისთვის ემზადება. ჯერჯერობით უცნობია, დამოუკიდებლად იბრძოლებს ის, თუ კოალიციის ფორმატში. ახალი ალტერნატიული ძალის შექმნის აუცილებლობაზე ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმაც ისაუბრა. ოპოზიციურ ერთობაში ძალას ხედავს მმართველი გუნდიც, ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები და კონკრეტული მაგალითის სახით საარჩევნო სისტემის შეცვლა მოჰყავთ. 

ოპოზიციურ გაერთიანება ამბობენ, რომ მთვარია პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება. პროპორციული არჩევნები, სასამართლოს რეფორმა, ერთპიროვნული მმართველობის დასრულება - სწორედ ეს საკითხებია რაც განსხვავებული მიზნების პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. ოპოზიციის ტაქტიკა საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებზე შეთანხმებაა, რომ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ. 

ოპოზიციის გაერთიანებული მაგიდის შეხვედრებში მონაწილეობას პარტია "ლელოც". თუმცა პარტია აპირებს, რომ ყველა ოლქში საკუთარი დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინოს. სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურასთან თანამშრომლობის დეტალებს არ აზუსტებენ, თუმცა ამბობენ, რომ ღირებულებითი ერთობა ბევრ ცნობილ ფიგურსთნ მათ შორის გიორგი მარგველშვილთანაც აქვთ. 

 


close დახურვა