logo
ENG



ეზუგბაია საბურთალოს შემთხვევაზე: ეს ახალი არ არის, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა

30 მაი 202011:27
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს.

როგორც ეზუგბაიამ განმარტა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების გამოვლენა  ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

„არ ვიცი, ვინ გამოთქვა ასეთი ამბავი, რომ კორპუსი კარანტინშია. ალბათ არა... კვლევა გრძელდება, ეს ახალი არ არის განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. არსებული შემთხვევების ყველა კონტაქტის გამოკვლევა მომხდარია, მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. თუ კლინიკა გამოვლინდება, მანამდე ტარდება ამ პაციენტების გამოკვლევა, თუ არ გამოვლინდება კლინიკა, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერი პროცესი. ეს შემთხევებიც არის არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და მათი დადასტურება მოხდა ინკუბაციის პერიოდის დამთავრების ბოლოს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 


close დახურვა