logo
ENG



კავკასიური სახლი ვიოლა ფონ კრამონს დიპლომატიურ ტონს უწუნებს

01 ივნ 202007:59
3 წუთის საკითხავი
 

"კავკასიური სახლი" ევროპარლამენტარს დიპლომატიურ ტონს უწუნებს. „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანია ვიოლა ფონ კრამონს კიდევ ერთ წერილს უგზავნის, სადაც ორგანიზაციას პრეტენიზები აქვს იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რაც  ევროპარლამენტარს ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლების საკითხში მიუძღვის.

"13  მაისს თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული  მოკლე კომენტარით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებთ  8 მარტის შეთანხმების  შესრულებას. ამ შეთანხმების  ფარგლებში  კი უკვე განთავისუფლდა  ორი  მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე დამნაშავე, რომლებსაც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  და მასთან დაკავშირებული,  ფსევდონეიტრალური ჯგუფები, ისევე როგორც თქვენი კოლეგები „მნიშვნელოვან პოლიტპატიმრებად" აცხადებენ", - ვკითხულობთ ლობისტების წერილში. 

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა, კავკასიური სახლის ღია წერილს უპასუხა, რომლითაც, როგორც წერილის ადრესატები ამტკიცებდნენ, „საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილი“ გაუზიარეს. კერძოდ, ევროპარლამენტარის აქტიურმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო და პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

როგორც ვიოლა ფონ კრამონი წერილის პასუხად წერდა, კითხვა იმედგაცრუებულმა დაასრულა, რადგან წერილი დეზინფორმაციას შეიცავდა. 

close დახურვა