logo
ENG



2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა - ის ე.წ. რომანოვების კლასტერიდანაა

26 მარ 202019:02
3 წუთის საკითხავი
 
fhgx3xdx6tgxzeb.jpg

ბოჭორიშვილის საავადმყოფოში მოთავსებულ ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც „ფორმულას“ კლინიკაში განუცხადეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მცირეწლოვანი რომანოვების კლასტერიდანაა და მას კორონავირუსი ბებიასგან გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.   

 

 


close დახურვა