2 დღეში ვანის მუნიციპალიტეტის მოქალაქეების თერმოსკრინინგი დასრულდება.
მუნიციპალიტეტის შესასვლელებთან მოწყობილ ბლოკ პოსტებში თერმოსკრინინგი 8 ათას ადამიანს ჩაუტარდა. ჯამში ეს პროცესი ვანში მცხოვრებმა 15 ათასმა ადამიანმა უნდა გაიაროს.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც ინფიცირებული ქალბატონი იმყოფებოდა, ის დროებით დახურულია და მედიკოსები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.